Euractiv: ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსული სიასამურის ბეწვის იმპორტზე აკრძალვა გააუქმეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსული სიასამურის ბეწვის იმპორტზე აკრძალვა გააუქმეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გააუქმეს აპრილში დაწესებული აკრძალვა რუსული სიასამურის ტყავის იმპორტზე, - წერს Euractiv-ი. გამოცემის ინფორმაციით, ეს ცვლილება ბრიუსელის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ გასულ კვირას შეთანხმებულ სანქციების ბოლო პაკეტშია შეტანილი.

ევროკომისიამ ამ გამონაკლისის აუცილებლობა იმით დაასაბუთა, რომ რუსეთი დომინირებს სიასამურის ტყავით გლობალურ ვაჭრობაში, რის გამოც ევროპელ მწარმოებლებს ალტერნატიული მომწოდებლები თითქმის არ რჩებათ.

„როგორც ჩანს, მათი სხვაგან შოვნა ძალიან რთულია“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც განმარტა, რომ გამონაკლისის დაშვებას იტალია და საბერძნეთი ითხოვდნენ - ევროკავშირში რუსული სიასამურის ტყავის ორი ძირითადი მყიდველი.