სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ესტონეთმა, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ, ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. საგანგებო შეხვედრა დღეს გაიმართება. ცნობას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად, რადგან რუსეთი - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი -განაგრძობს ომს უკრაინის წინააღმდეგ.
„რუსეთის მხრიდან უგუნური და აგრესიული ქმედებები, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების დარღვევები, მოითხოვს ძლიერ და ერთიან საერთაშორისო რეაგირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
19 სექტემბერს სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია.