სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
„ოქროს ბურთის“ 2025 წლის დაჯილდოებას „პარი სენ-ჟერმენის“ ექვსი ფეხბურთელი ვერ დაესწრება, – ინფორმაციას გამოცემა L’Équipe ავრცელებს.
21 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა „მარსელთან“ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მატჩი უამინდობის გამო გადაიდო და 22 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, „ოქროს ბურთის“ ცერემონიის პარალელურად.
როგორც გამოცემა წერს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას ვერ დაესწრებიან – ლუკა შევალიე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია, ფაბიან რუისი და ხვიჩა კვარაცხელია. პარიზში, „შატლეს თეატრში“ წარმოდგენილები იქნებიან „პარი სენ-ჟერმენის“ ის ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმირებულები არიან, მათ შორის „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტი უსმან დემბელე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაზე იქნება კლუბის პრეიზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე დასწრების სურვილი არ გამოთქვა და ის გუნდს „მარსელთან“ მატჩში გაუძღვება.