ესპანეთში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას 6-10 საათი დასჭირდება

ელექტროსადენი

ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას 6-10 საათი დასჭირდება. ედუარდო პრიეტომ ესპანეთის უდიდეს ნაწილში დენის გათიშვას „უპრეცედენტო ინციდენტი“ უწოდა. ამასთან, მან უარი განაცხადა, განემარტა, რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა.

როგორც ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, ამ წუთებში ელექტროენერგიის გათიშვის საკითხზე ესპანეთის მთავრობა საგანგებო სხდომაზე მსჯელობს. სხდომაში მონაწილეობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში დღეს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. შეფერხებებია ტრანსპორტის გადაადგილებაში, აეროპორტებში არ სრულდება რეისები, პრობლემებია ინტერნეტისა და მობილური სატელეფონო კავშირის კუთხით.