„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
ესპანეთის კუნძულ მალიორკას სანაპიროსთან 6 ცხედარი იპოვეს, რომლებსაც ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდათ. ესპანეთის ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მედიის ცნობით, გამოძიება გასულ თვეში დაიწყო, როდესაც პირველი ცხედარი იპოვეს. სულ ნაპოვნია 6 ცხედარი, რომლებსაც დეტალური ექსპერტიზა უტარდებათ.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ზოგიერთ ცხედარს სამაშველო ჟილეტი ეცვა. მათი განმარტებით, ფაქტები მიუთითებს, რომ ისინი, დიდი ალბათობით, მიგრანტები არიან.
ბალეარის კუნძულების მთავრობის დელეგატმა, ალფონსო როდრიგეს ბადალმა, განაცხადა: "ამ ხელფეხშეკრული გვამების დანახვა ადასტურებს, რომ ჩვენ მიგრაციულ კოშმარში ვცხოვრობთ, რომლის უარყოფა და დაკნინება ზოგიერთის მცდელობაა".