ესპანეთის პრემიერი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის 20 წლისთავის აღსანიშნავად პეკინში ჩავიდა

ესპანეთის პრემიერი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით პეკინში ჩავიდა.

„წელს ესპანეთი და ჩინეთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 20 წლისთავს აღნიშნავენ. პრეზიდენტ სი ძინპინთან მე ის ახალი იმპულსი განვიხილე, რომელსაც დღეს ჩვენს პარტნიორობას ვაძლევთ დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისა და ჩვენი საზოგადოებების დაახლოების მიზნით“, - დაწერა სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, პეკინში მან უკვე ჩაატარა შეხვედრა ჩინეთის პირველ პირთან, სი ძინპინთან.