Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
1746129775
ესპანეთში ელექტრომომარაგება თითქმის სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
როგორც სანჩესი სოციალურ ქსელში წერს, დაძაბული ღამის შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარების 99,95% აღდგენილია.
„რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ შევიკრიბებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად,“ – განაცხადა სანჩესმა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამჟამად ესპანეთში სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებებია. კერძოდ, მადრიდში მატარებლების მხოლოდ 50% მოძრაობს, ხოლო კატალონიაში მათი მოძრაობა შეჩერებულია ელექტრომომარაგების არასტაბილურობის გამო.
ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ყველა საავადმყოფოს აქვს ელექტრომომარაგება და ყველა მათგანი უზრუნველყოფილია საწვავის საკმარისი რაოდენობით გენერატორებისთვის.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 000-ზე მეტი სამართალდამცავი იყო განლაგებული.
ცნობისთვის, ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. ესპანეთში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა, შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება.