ესპანეთის პოლიციამ ატლანტის ოკეანეში, ბრაზილიიდან ევროპისკენ მიმავალ გემზე 10 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინა

ჯო

ესპანეთის პოლიციამ ატლანტის ოკეანეში 10 ტონა კოკაინი ამოიღო. სამართალდამცველებმა 294 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ევროპისკენ მიმავალ გემზე აღმოაჩინეს, რომელსაც ბრაზილიიდან მარილის დიდი პარტია გადაჰქონდა.

დაკავებულია ბორტზე მყოფი 13 პირი.

საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია, ბრაზილიის ფედერალური პოლიცია, ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთისა და პორტუგალიის სამართალდამცველი უწყებები.