ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დამატებით 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში 5 ათასი ჯარისკაცი და 5 ათასი პოლიციელი დამატებით იმუშავებს.
ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონაში 1 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ისინი სამძებრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულნი.
ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ძალისხმევას არ დაიშურებს, თუმცა ვითარება ადგილზე კვლავ კატასტროფულია. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ ვალენსიასა და მის შემოგარენში 211 ადამიანი იმსხვერპლა.