ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ აუქმებს

ესპანეთი

2025 წლის აპრილიდან ესპანეთი ინვესტიციების სანაცვლოდ „ოქროს ვიზების“ - ბინადრობის ნებართვების გაცემას შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ ქვეყანაში 500 ათასი ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ გასცემს.

„ვიზები და ინვესტორების ნებართვები, რომლებიც ძალაშია ამ გარდამავალი დებულების ძალაში შესვლის თარიღისთვის, ძალაში დარჩება იმ პერიოდისთვის, როდემდეც ისინი გაიცა.


ის ინვესტორები ან მათი ახლობლები, რომლებმაც განაცხადეს ვიზებზე ცვლილებების ძალაში შესვლამდე, შეუძლიათ მიიღონ ვიზები „აპლიკაციის დღეს მოქმედი წესების შესაბამისად“, - წერია მთავრობის მიერ გაცემულ დოკუმენტში.

„ოქროს ვიზების“ პროგრამა საშუალებას აძლევს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ ბინადრობის უფლება ინვესტიციების სანაცვლოდ, პირველ რიგში უძრავ ქონებაში. ესპანეთში ყველაზე გავრცელებული ვარიანტია უძრავი ქონების შეძენა მინიმალურ 500 ათას ევროდ. გარდა ამისა, „ოქროს ვიზა“ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება განახორციელებს 2 მილიონი ევროს ინვესტიციას ესპანეთის სამთავრობო ფასიან ქაღალდებში ან 1 მილიონის ინვესტიციას რომელიმე ესპანურ კომპანიაში.