პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთი არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ჩასვლის შემდეგ, ღამით გაკეთებული ვიდეო მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეაჯამა და დასავლეთის მხროდან სამხედრო დახმარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„რუსეთს ძალიან ანერვიულებს ჩვენი აქტიურობა. ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. მთელ რეგიონში ურთულესი ვითარებაა, უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგონები იქ არიან. ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენ წინააღმდეგ მათ ქმედებებზე. ოკუპაციის შესაჩერებლად გვჭირდება მხარდაჭერა, თანამედროვე იარაღი. ისეთი იარაღი, რომელსაც მეტი პოტენციალი აქვს. ამიტომ ვხარჯავ ამდენ ემოციას, ამდენ დროს და ძალისხმევას, რომ დავარწმუნო ჩვენი ყველა პარტნიორი, რათა მძლავრი იარაღი გადმოგვცენ. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, -განაცხადა ზელენსკიმ.