სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
22 წლის ტომ უილსონის გადაწყვეტილებამ, გარდაცვალების შემთხვევაში ორგანოების დონორი გამხდარიყო, 9 ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ტომის დედის, ლისა უილსონის თქმით, მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი ჰოკეის ჯოხის დარტყმით მიღებული თავის ტრავმა გახდა. ტომი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ლისა ამბობს, ტომმა ორგანოთა დონორად გახდომის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მიიღო.
ტომის ღვიძლის ნაწილი 12 წლის ფატიმას გადაუნერგეს, ხოლო მისი გული 60 წლის კაცს, სახელად გორდონს.
ლისა უილსონის თქმით, მათთან კომუნიკაციას დღემდე ინარჩუნებს.
„ეს სიურრეალისტური იყო, მე ვიდექი იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ცოცხლები ჩემი შვილის წყალობით იყვნენ. ერთ-ერთი მათგანის სხეულში ჩემი შვილის გული სცემდა. მე ტომის გადაწყვეტილებით ძალიან ვამაყობ",- ამბობს ლისა.