საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ უკრაინას გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ამის შესახებ მან „ეიბისი ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტმა უოლცს ჰკითხა, არის თუ არა უკრიანაში ომის დასრულების გეგმის ნაწილი, რომ უკრაინა არ იქნება ნატო-ს წევრი ქვეყანა და დონბასის რეგიონი გადაეცემა რუსეთს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა პასუხად განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინას მოუწევს გარკვეული ტერიტორიების დათმობა.
„ეს იქნება გარკვეული ტიპის ტერიტორია მომავალი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. როგორც თავდაცვის მდივანმა თქვა, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე, რომ მუდმივი გზა ნატო-ში, ან უკრაინის მუდმივი წევრობა ნატო-ში არის ნაკლებად სავარაუდო. ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის, არამედ რიგი სხვა ქვეყნების პოზიციაც“, – თქვა უოლცმა.