1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შვედური გაზეთი Expressen-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონისგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პეტერ ჰულტკვისტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
წყაროების ინფორმაციით, ერდოღანის მოთხოვნა უკავშირდება 10 წლის წინ პეტერ ჰულტკვისტის წვეულებაზე გამოსვლას, სადაც მან „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და მის დაპატიმრებულ ლიდერს, აბდულა ოჯალანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
2011 წელს, ჰულტკვისტი (იმ დროს სოციალ-დემოკრატი დეპუტატი) წვეულებას დაესწრო, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაარსების 33-ე წლისთავს აღნიშნავდნენ.
3 ივნისს ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარში ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ღიად და მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ უარს ამბობენ ტერორიზმის მხარდაჭერაზე და თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებენ.