„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი და პალესტინის საკითხის გარკვევა დასრულდება.
„ვულოცავ ჩემს მეგობარს, დონალდ ტრამპს, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი ბრძოლით გაიმარჯვა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი გახდა. ამ ახალ პერიოდში, რომელიც ამერიკელი ხალხისთვის არჩევნების შემდეგ დაიწყება, იმედი მაქვს, რომ თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები გაძლიერდება, ხოლო რეგიონული და გლობალური კრიზისები, ომები, განსაკუთრებით პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება“, - დაწერა ერდოღანმა სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ სამართლიანი მშვიდობისთვის უფრო მეტი გაკეთდება. ერდოღანი იმედოვნებს, რომ არჩევნები დადებითად აისახება თურქეთისთვის მეგობარ ამერიკულ მოსახლეობასა და ზოგადად კაცობრიობაზე.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.