ერდოღანი და პუტინი უკრაინის საკითხს სატელეფონო საუბარში განიხილავენ

ერდოღანი და პუტინი

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მშვიდობის საკითხებს განიხილავს.

გარდა ამისა, ქვეყნის ლიდერები მარცვლეულისთვის უსაფრთხო დერეფნის შეთანხმების განახლებაზეც ისაუბრებენ. თურქეთის პრეზიდენტის ცნობით, მარცვლეულის უსაფრთხო დერეფანი აუცილებელია, რადგან მსოფლიოში უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფება. ერდოღანი პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგებს თავის ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს გაუზიარებს.