ერაყსა და საუდის არაბეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ობიექტებს დრონებით თავს დაესხნენ - „სიბიესი“

ერაყსა და საუდის არაბეთ

ერაყსა და საუდის არაბეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ობიექტებს დრონებით დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიესი“ დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერაყის ობიექტს ორი დრონი დაეჯახა. იმ დროს ამერიკელები იქ არ იმყოფებოდნენ.

წყაროს თანახმად, საუდის არაბეთში, სააგენტოს ობიექტზე მსხვერპლი არ არის.

„სიბიესი“ წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და საუდის არაბეთის საელჩო ვაშინგტონში კომენტარს არ აკეთებენ.