ამინდი გაუარესდება... - უახლოესი დღეების პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
1772718192
ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, რომ ქურთი ოპოზიციური ჯგუფების შეიარაღებასა და ირანში გაგზავნაში მონაწილეობს
ერაყის ქურთისტანის რეგიონმა ბრალდებებს ყალბი და განზრახ გავრცელებული უწოდა.
ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის სპიკერმა, ფეშავა ჰავრამანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქურთისტანის რეგიონის მთავრობა და პოლიტიკური პარტიები არ არიან ჩართულნი კონფლიქტის გაღრმავების ან რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისკენ მიმართულ არცერთ კამპანიაში.
ერაყის ქურთისტანის რეგიონის პრესსპიკერმა მკაცრად დაგმო ქურთისტანის რეგიონზე განხორციელებული თავდასხმები.
ჰავრამანიმ ასევე მოუწოდა ერაყის ფედერალურ მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ნაბიჯები თავდასხმების შესაჩერებლად და იმუშაონ ქურთისტანის რეგიონის ტერიტორიისა და მოსახლეობის, ასევე უფრო ფართო რეგიონის დასაცავად.