ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს ერთი გრამი საქართველოში
1772733416
უძილობა ტვინს 4 წლით აბერებს. მაიოს კლინიკის კვლევამ, რომელიც ჟურნალ „ნევროლოგიაში“ გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ქრონიკული უძილობა კოგნიტიური დაქვეითების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. მკვლევრები ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 2750 ადამიანს, რომელთა საშუალო ასაკი 70 წელი იყო.
კვლევის მიხედვით ქრონიკული უძილობის მქონე პირებს – რომლებსაც კვირაში სამჯერ ცუდად ეძინათ, ამ რეჟიმის შენარჩუნებიდან სამ თვეში დემენციის მსუბუქი ნიშნებს ავლენდნენ.
კოგნიტიურ ტესტებში კი მათი შედეგები უტოლდებოდა, ოთხი წლით უფროსი ისეთი ადამიანების შედეგებს, ვისაც ძილის პრობლემები არ აწუხებდათ. ტვინის ვიზუალიზაციამ ცუდი ძილი დააკავშირა თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობასთან, რაც წვრილი სისხლძარღვების დაავადებას იწვევს.