მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
საბერძნეთში ცნობილი მომღერლის, გიორგოს მაზონაკის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე შოკის მომგვრელი ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ათენის უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, კერძო კლინიკის მფლობელები, ექიმი იოანა ღაკა და მისი მეუღლე, ილიას თეოდოროპულოსი დააკავეს. მათ ბრალად ექიმის მიერ პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხეში ჩაგდება ედებათ, რამაც სიკვდილი გამოიწვია
საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მედიასთან განაცხადა, რომ ექიმები საქმისათვის გადამწყვეტი მასალების განადგურებას ცდილობდნენ, თუმცა კრიმინალისტებმა მათი აღდგენა შეძლეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა ექიმების წარმოუდგენელი ქმედებები იმ დროს, როდესაც 54 წლის არტისტს გული გაუჩერდა: გავრცელებული ცნობებით, იმ დროს, როდესაც მაზონაკი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სიცოცხლეს ებრძოდა, ექიმმა იოანა ღაკამ მას ფოტო გადაუღო. მოგვიანებით მან კადრის წაშლით სამხილის დამალვა სცადა, თუმცა პოლიციის ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტმა ფაილი სრულად აღადგინა.
საქმეში კიდევ ერთი შოკის მომგვრელი დეტალი გამოიკვეთა, იმის ნაცვლად, რომ კლინიკის პერსონალს მყისიერად გამოეძახებინა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ექიმები ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებოდნენ, თუ როგორ მოეყვანათ გონზე უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი.
გამოძიების წინსვლაში უდიდესი როლი ითამაშა სამართალდამცველთა მომენტალურმა რეაგირებამ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის ჯგუფები ერთდროულად შევიდნენ როგორც საავადმყოფოსა და მომღერლის საცხოვრებელ სახლში, ისე იმ კერძო კაბინეტში, სადაც პროცედურა ჩატარდა.
საქმეზე დაკავებული ორი ექიმი ამჟამად პატიმრობაში რჩება, ხოლო გამოძიება გრძელდება უკანონო სამედიცინო საქმიანობისა და პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხეში ჩაგდების მუხლებით.