ეპშტეინის ფაილების საქმესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

ეფშტწინი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. როგორც POLITICO წერს, მორგან მაკსუინის გადაწყვეტილება მოჰყვა სკანდალს, რომელიც უკავშირდება მის რეკომენდაციას ყოფილი ევროკომისრის, პიტერ მანდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნის შესახებ, ასევე, მის კავშირებს პედოფილიასა და არასრულწლოვნების სექსტრეფიკინგში მსჯავრდებულ გარდაცვლილ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან.

გამოცემა წერს, რომ პრემიერის ადმინისტრაციის მრჩეველი სწორედ იმ დროს გადადგა, როდესაც კირ სტარმერზე საკუთარი პარტიის წევრებიც კი ზეწოლას ახორციელებენ და მის გადადგომასაც ითხოვენ.