„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
ენტონი ბლინკენის პოლიტიკამ ფაქტობრივად გაანულა აზერბაიჯანის და აშშ-ის ურთიერთობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს ფორუმზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მიერ აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებამ ქვეყანაში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
„ჩვენ ავაშენეთ ეს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვიყავით აშშ-ის სანდო, ახლო პარტნიორები და ისინი იყვნენ ჩვენი. როცა სჭირდებოდათ, მათთან ვიყავით. როდესაც საქმე ერაყს ეხებოდა, ჩვენ ვიყავით, დიახ, როცა საქმე ავღანეთს ეხებოდა, დიახ. ჩვენ შევუერთდით ავღანეთის ოპერაციებს 2001 წელს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა და ჩვენ ვიყავით უკანასკნელი, ვინც დავტოვეთ ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.