ემანუელ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ღაზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეის სასახლე ავრცელებს.

საუბრის დროს მაკრონმა გამოხატა შეშფოთება მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და აბსოლუტური ჰუმანიტარული საგანგებო სიტუაციის გამო, რომელიც ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე დგას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაკრონმა ნეთანიაჰუსთან ისაუბრა ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხის დაცვის აუცილებლობაზე და მათთვის საჭირო დახმარების დროულ მიწოდებაზე.

„საჭიროა, ვიმუშაოთ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა დაასრულოს ზოგიერთი ადგილობრივის მიერ ძალადობა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, – წერია ელისეს სასახლეს განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ და მაკრონმა ასევე ისაუბრეს მძევლების გათავისუფლებაზეც, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს სთხოვა, გააგრძელოს მძევლების გათავისუფლების საკითხზე მუშაობა.

როგორც ელისეს სასახლის განცხადებიდან ირკვევა, მაკრონი უახლოეს დღეებში იორდანიასთან ერთად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად იმუშავებს.

მაკრონმა ასევე განაცხადა,რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

საუბრის ბოლოს კი მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი.