1753474429
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. საფრანგეთის გადაწყვეტილებას გმობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი და მას ტერორის დაჯილდოებას უწოდებს.
როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.
პარალელურად, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მომლაპარაკებლები გაიწვია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე "ჰამასის" პასუხი აჩვენებს, რომ მათ შეთანხმების მიღწევა არ სურთ. უიტკოფი ამბობს, რომ ვაშინგტონი "ალტერნატიული ვარიანტების" ძიებას დაიწყებს.