ემანუელ მაკრონი: საფრანგეთში და ევროკავშირში ყველას ესმის, რომ გრენლანდია არ იყიდება და მას ვერავინ მიიტაცებს

ემანუელ მაკრონი

გრენლანდიაში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია არც იყიდება და ვერც ვერავინ შეძლებს მის მიტაცებას.

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განზრახვა, გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების თაობაზე.

„საფრანგეთში და ევროკავშირში ყველას ესმის, რომ გრენლანდია არ იყიდება და მას ვერავინ მიიტაცებს“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, საფრთხე, რომელიც გრენლანდიას „მტაცებლური ამბიციის“ გამო ემუქრებოდა, ყველა ევროპელისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს.