„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ მომცა საშუალება, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე - ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ რიგითი წევრი და მხარდამჭერი“ - ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ მომცა საშუალება, 2019 წლიდან დღემდე, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე“, - წერს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ყოფილი მოადგილე სოციალურ ქსელში.

ზურა ხაჩიძე აღნიშნავს, რომ რჩება „ქართული ოცნების“ რიგით წევრად და მხარდამჭერად".

დილიდან ვაპირებდი დამეწერა სტატუსი და ამ დრომდე ვერ მოვახერხე…

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ მომცა საშუალება, 2019 წლიდან დღემდე, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე.

ასევე მადლობა უმაგრეს ადამიანს ბესიკ ამირანაშვილს, მასთან ერთად და მისი დახმარებით სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე.

აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი რეგიონისთვის!
მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს გვერდით დგომისთვის. რეგიონის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

წარმატებებს ვუსურვებ ამჟამინდელ რწმუნებულს ბატონ ზაალ გელაშვილს!

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „ქართულ ოცნების“ რიგითი წევრი და მხარდამჭერი.

ღმერთი ფარავდეს, ჩემთვის საამაყო რეგიონს და სრულიად საქართველოს!“, - წერს ხაჩიძე.