1753387731
ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონებმა ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს - BBC

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ, ბრიჟიტ მაკრონმა ამერიკელი ჟურნალისტის, კენდის ოუენსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხის განმარტებით, სარჩელის მიზეზი ჟურნალისტის პოდკასტები გახდა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი კაცად დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი ჟან მიშელ ტრონიო იყო.
სარჩელი საფრანგეთის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დელავერის სასამართლოში შეიტანეს. ისინი ჟურნალისტს სიცრუესა და ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მზად არიან პროცესს თავადაც დაესწრონ.

ავარია სენაკში - დაშავებულია დედა-შვილი
1753468675