ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

დიდთოვლობა

ბოსნია და ჰერცოგოვინაში, დიდთოვლიანობის შედეგად, 200 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სტიქიის გამო არ ფუნქციონირებს საქალაქთაშორისო მაგისტრალები, შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი. დიდთოვლობამ რეგიონის სხვა ქვეყნებიც დააზარალა.

სტიქიის ზონაში მოსახლეობას შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება და გათბობა. სლოვენიაში უნგრელი მთამსვლელი, რომელიც 5 დღეა ალპებშია, ძლიერი ქარის გამო, სამაშველო ვერტმფრენს ვერ ჩამოჰყავს. ხორვატიაში, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თოვლში დამარხული 48 ადამიანი გადაარჩინა.