ვისაც 2025 წელს სიმდიდრე და კეთილდღეობა სურს - რიტუალი, რომელიც 2 იანვარს უნდა შეასრულოთ
1735821161
მაღალჩინოსნების თქმით, დაშავებული პირი საავადმყოფოში იმყოფება.
ეგვიპტის გარემოს სამინისტროს განცხადების თანახმად, შემთხვევა პოპულარულ საკურორტო ქალაქ მარსა ალამის ჩრდილოეთით მოხდა.
„ჩრდილოეთ მარსა ალამის არეში ორ უცხოელს ზვიგენი დაესხა თავს, რასაც ერთის დაზიანება და მეორეს სიკვდილი მოჰყვა". - წერია განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო AFP იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული და დაშავებული იტალიის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედიაც ავრცელებს.
მედიის თანახმად, დაღუპული 48 წლის რომის მკვიდრი იყო, რომელიც ეგვიპტეში შობას ოჯახთან ერთად აღნიშნავდა და თავისი დაბადების დღე 21 დეკემბერს აღნიშნა. დაშავებული კი 69 წლის კაცია.
მაღალჩინოსნების ინფორმაციით, საცურაო არე კი დახურულია და შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს.
ეგვიპტის გარემოს სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემთხვევა "განსაზღვრული საცურაო ტერიტორიის გარეთ ღრმა წყალში" მოხდა.
მანამდე, 2023 წლის ივნისში ეგვიპტის კურორტ ხურგადაში რუსი ტურისტი ზვიგენმა შეჭამა.