1746733863
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების გამო, ქრისტეს ქანდაკება ვარდისფრად განათდა

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში, ქრისტეს ცნობილი ქანდაკება ვარდისფრად განათდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედო ორგანიზაცია Fundacao Laco Rosa-ს მიერ იყო ორგანიზებული. მას კიბოთი დაავადებული ადამიანები და ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩართული ადამიანები დაესწრნენ.
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე, იგივე ვარდისფერი თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება.