წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1785220838
დასავლეთ იაპონიაში კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ორი ქალაქიდან 370 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, ქალაქ იზუმოში სულ მცირე 15 მეწყერი ჩამოწვა, მდინარეების ადიდების გამო დაზიანდა და დაიკეტა 20-მდე გზა.
არსებული ინფორმაციით, ქალაქში ერთი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა. ადგილობრივმა პოლიციამ და მაშველებმა განაცხადეს, რომ მძღოლს ეძებენ. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით იაპონიის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში.