ძლიერი ნისლის გამო, დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა

თვითმფრინავი

ძლიერი ნისლის გამო, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა.

ლონდონის "ჰითროუს" აეროპორტში 20 რეისი გაუქმდა და 29 გადაიდო, ხოლო "გატვიკის" აეროპორტში 26 გაუქმდა და ერთი რეისი გადაიდო.

აეროპორტმა შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ შეფერხებები შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს, რათა ხილვადობა ძალიან რთულია.

წყარო - BBC.