ძლიერი მიწისძვრა ბანგლადეშში

miwiszvra

ბანგლადეშში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა, რის შედეგადაც, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 10:38 საათზე ნარსინგდის ქალაქთან ახლოს, დაკადან დაახლოებით 33 კილომეტრში მოხდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის დროს შენობების რყევის გამო, პანიკაში მყოფი ოჯახები ქუჩებში გავარდნენ.

ბიძგები ასევე იგრძნობოდა ინდოეთის აღმოსავლეთ შტატ კალკუტაში და დასავლეთ ბენგალში, ეპიცენტრიდან 325 კილომეტრზე მეტ მანძილზე.