ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
ისრაელი დაარტყამს ირანის თითოეულ ობიექტსა და სამიზნეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ურანის გასამდიდრებელ ობიექტს.
ჩვენ მივაყენეთ უზარმაზარი დარტყმა ირანის მთავარ ურანის გასამდიდრებელ ობიექტს და თუ საჭირო იქნება კიდევ დავარტყამთ. უდიდესი საფრთხეა ბალისტიკური რაკეტებიდან, ჩვენ მივიღეთ ზომები ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გასანადგურებლად. ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში. ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ამ დრომდე განხორციელებული დარტყმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში იქნება.