დუბაისა და დოჰაში, უკვე მეორე დღეა, აფეთქებების სერია არ წყდება

დოჰა

 დუბაისა და კატარის დედაქალაქ დოჰაში, ირანის საპასუხო დარტყმების გამწვავების ფონზე, უკვე მეორე დღეა, აფეთქებები გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დუბაის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ტურისტულ და სავაჭრო ცენტრში, დუბაიში, ორი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც დრონის ნამსხვრევები ორ შენობაზე დაეცა მას შემდეგ, რაც ისინი ჩამოაგდეს.

დუბაიში დაზიანებულია საერთაშორისო აეროპორტი, მისი ლეგენდარული სასტუმრო "ბურჯ ალ არაბი" და მდიდრული ხელოვნური კუნძული "პალმ ჯუმეირა".

კვირა დილით, დუბაის "ჯებელ ალის" პორტში ერთ-ერთ ნავმისადგომს, რაკეტის ნამსხვრევების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა.