დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი დონბასის რუსეთის ნაწილად აღიარებას არ აპირებს

ტუსკი ზელენსკი

პოლონეთი არ აპირებს დონაბსის რუსეთის ნაწილად აღიარებას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტუსკი გამოეხმაურა რუსული მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კრემლი მთელი დონბასის არა მხოლოდ გადაცემას, არამედ რუსეთის ოფიციალურ ნაწილად აღიარებას ითხოვს.

ტუსკმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად ყველა ქვეყანა არ აღიარებს. ამ თემაზე კომენტარი ასევე გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

„მაშინაც კი, თუ ვინმე ჩვენს ტერიტორიებს რუსულად აღიარებს, ეს მათ ვერაფერს მისცემთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.