გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული გოგოს ვინაობა ცნობილია
1770309884
გასული კვირის განმავლობაში ჯარედ კუშნერისა და სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ პრეზიდენტ ტრამპის მიზნის - უკრაინაში მშვიდობის დამყარების - მიმართულებით მიღწეული პროდუქტიული და კონსტრუქციული პროგრესის კვალდაკვალ, აშშ და რუსეთის ფედერაცია დღეს აბუ-დაბიში შეთანხმდნენ მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე, - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაში.
„კომუნიკაციის ეს არხი 2021 წლის შემოდგომაზე, უშუალოდ კონფლიქტის დაწყების წინ შეწყდა. მისი აღდგენა მოჰყვა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ალექსუს გრინკევიჩსა და რუსეთისა და უკრაინის მაღალი რანგის სამხედრო პირებს შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„სამხედროებს შორის დიალოგის შენარჩუნება გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არხი უზრუნველყოფს მუდმივ სამხედრო კონტაქტს, ვიდრე მხარეები განაგრძობენ მუშაობას ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. გენერალ გრინკევიჩს, ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის რანგში, ასევე გააჩნია უფლებამოსილება, აწარმოოს სამხედრო დიალოგი რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვალერი გერასიმოვთან, რათა თავიდან იყოს აცილებული არასწორი გათვლები და უზრუნველყოფილი იყოს საშუალება რომელიმე მხარის მიერ დაუგეგმავი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნეს აშშ-ის ევროპულ სარდლობაში.