საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1731603238
დონალდ ტრამპმა ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა.
მარკო არის მეტად პატივსაცემი ლიდერი და თავისუფლების ძლიერი ხმა. ის იქნება ჩვენი ერის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მეომარი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენი მოწინააღმდეგეების წინაშე, – აღნიშნულია ამერიკის არჩეული პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარკო რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს. ბოლო პერიოდში ის აცხადებდა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს და კიევს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს. რესპუბლიკელმა სენატორმა ასევე ხმა მისცა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ.