1749217709
დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება სასარგებლო არ არის, ეს დაპირისპირება აშკარად პირადულია - მაიკ ჯონსონი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება „სასარგებლო არ არის“.
მაიკ ჯონსონის თქმით, ეს დაპირისპირება აშკარად პირადულია.
„ძალიან ვეცადე, ილონთან არაერთხელ მისაუბრია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვუთხარი, რომ მისი წარმოდგენები კანონპროექტთან დაკავშირებით მცდარია. მას მუდმივად ხარჯვის კანონპროექტს უწოდებდა. ეს ასე არ არის. ეს ბიუჯეტის შეთანხმების კანონპროექტია. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. ისტორიული ხარჯის შემცირებაა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთა განხილვაც მსურს, მაგრამ მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოვახერხე“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.