იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს მალე ბრალს წაუყენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბოლტონს შესაძლოა, ბრალი მომავალ კვირას წაუყენონ. მეორემ კი განაცხადა, რომ მას შესაძლოა, ბრალი მალე წაუყენონ. ჯონ ბოლტონს ბრალდებებს აშშ-ის პროკურატურა წარუდგენს. აგვისტოში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბოლტონის მერილენდის შტატში მდებარე სახლი და ვაშინგტონში მდებარე ოფისი ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკა საიდუმლო ჩანაწერების მოსაძებნად ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების ნაწილი იყო. წყაროს ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, კეშ პატელს მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის ორდერის საფუძველი გახდა.
ბოლტონი ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. ტრამპმა საჯაროდ მოუწოდა უწყებებს ბოლტონის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისკენ 2020 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მრჩეველმა ტრამპთან მუშაობის გამოცდილების შესახებ წიგნი დაწერა.
„მან გაავრცელა უზარმაზარი რაოდენობით კლასიფიცირებული და კონფიდენციალური, მაგრამ კლასიფიცირებული ინფორმაცია. ეს უკანონოა და ამისთვის ციხეში მიდიხარ”, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.