დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინს არ შეხვდება სანამ არ ჩათვლის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს იქამდე არ შეხვდება, სანამ არ ჩათვლის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. აღნიშნულის თაობაზე მან დოჰაში, მედიასთან განაცხადა.

„მინდა, ვიცოდე, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. მე არ ვაპირებ დროის ფუჭად კარგვას. ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ ეს ძალიან იმედგამაცრუებელია. მეგონა, ეს საქმე ბევრად ადრე დასრულდებოდა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დადგებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.