სამშვიდობო შეთანხმებების შუამავლობა არის ის, რაშიც კარგი ვარ, მიყვარს ამის კეთება - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი შესაძლებლობები შეაქო სამშვიდობო შეთანხმებების შუამავლობაში, კუალა-ლუმპურში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც კამბოჯასა და ტაილანდს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება განიხილებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ეს კონფლიქტი „იყო ერთ-ერთი პირველი ომი“, რომელშიც ის „ჩაერთო“.

„მიყვარს ამის [სამშვიდობო შეთანხმებების შუამავლობა] კეთება. მიყვარს... თითქოს, არ უნდა ვთქვა, რომ ეს ჰობია, რადგან ჰობიზე ბევრად უფრო სერიოზულია, მაგრამ რაღაცაა, რაშიც კარგი ვარ და რისი კეთებაც მიყვარს“, - განაცხადა ტრამპმა.

„ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა აკეთოს, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავის მოსაგვარებლად შეთანხმების ოფიციალურ გაფორმებას დაესწრო.

ტრამპმა ხელი შეუწყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებას, რომლის შუამავალიც თავად იყო.