დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმებას მალე მივაღწევთ, ამ პრობლემის მოგვარება გვსურს ახლო აღმოსავლეთისთვის, ისრაელისთვის, ყველასთვის

trampi

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებით, ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმება ძალიან მალე იქნება მიღწეული. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ ღაზაზე შეთანხმებას ძალიან მალე მივაღწევთ. ეს დიდი პრობლემაა. ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც გვსურს ახლო აღმოსავლეთისთვის, ისრაელისთვის, ყველასთვის. მათ ჰყავთ მძევლები, შესაძლოა, 20-ზე ნაკლები, რადგან, როგორც იცით, ზოგი გარდაიცვალა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, ტრამპმა truth social-ის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოუწოდა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მსგავსად, „ჰამასიც“ უნდა დათანხმდეს მის მიერ შეთავაზებულ პირობებს და აცხადებს, რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა.