ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციიპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვეშისა და კიანეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის დროს ადგილობრივებმა, მერობის კანდიდატთან ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
„ყოველი ასეთი შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულია. მოსახლეობის გულთბილი დამოკიდებულება, გულწრფელი სიტყვები და აქტიური ჩართულობა მაძლევს უდიდეს ენერგიასა და მოტივაციას. სწორედ ასეთი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, ერთად ვიპოვოთ სწორი გზები უკეთესი მომავლისთვის,“ – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.
მისი თქმით, ქვეშისა და კიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და აქტიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი მუნიციპალიტეტის წინსვლა.