1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ჯო ბაიდენის მმართველობისას, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა ბირთვული შეიარაღების მქონე ძალების კონფლიქტი „ბირთვულ არმაგედონს“ შეადარა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულება და მშვიდობის დამყარება.
„გლობალური კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის, ნიშნავს სიკვდილს და განადგურებას ისეთი მასშტაბით, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ეს იქნებოდა ბირთვული არმაგედონი. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ კოშმარის თავიდან აცილება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის ასარიდებლად.
სანამ ეს პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, ჩვენ გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ. აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა - სროლები უნდა შეწყდეს. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება მშვიდობა.“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.