აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
1788984809
ტაილანდის ხელისუფლებამ ბანგკოკის კლინიკაში გამოძიება დაიწყო ნიგერიული წარმოშობის 43 წლის ბრიტანელი ბლოგერის, იგო უბირიბოს გარდაცვალების შემდეგ. მამაკაცი ჰიალურონის მჟავის გამოყენებით პენისის გადიდების პროცედურიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, იტყობინება Euronews.
გამოძიება ტაილანდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო. ორშაბათს, წარმომადგენლები ბანგკოკის კლინიკაში მივიდნენ, სადაც უბირიბომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პროცედურა გაიკეთა. ახლა ოფიციალური პირები დაადგენენ, ჰქონდა თუ არა დაწესებულებას მოქმედი ლიცენზია და აკმაყოფილებდა თუ არა დადგენილ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ბრიტანელი კორონერის თქმით, რომელიც ოფიციალურად ადგენს სიკვდილის მიზეზს, ტრაგედია 6 მარტს მოხდა. გასულ თვეში მან დაასკვნა, რომ სიკვდილი ჰიალურონის მჟავის ინიექციას უკავშირდებოდა. აგვისტოს ანგარიშის თანახმად, უბირიბოს ინიექციის შემდეგ მასაჟი ჩაუტარდა. პროცედურის დროს მამაკაცი გულმკერდის ტკივილს უჩიოდა, შემდეგ კი გონება დაკარგა. ბლოგერი სოციალურ მედიაში მეტსახელებით „პაწაწინა“ და „ეგო“ იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი მარტში მოხდა, 43 წლის ბრიტანელ-ნიგერიელი ბლოგერისა და ბიზნესმენის, იგო უბირიბოს გარდაცვალების დეტალები ახლახან გახდა ცნობილი. მამაკაცი, რომელიც სოციალურ მედიაში ტაინის სახელით არის ცნობილი, მეუღლესთან ერთად ბანგკოკში იმყოფებოდა. 5 მარტს ის კოსმეტიკური პროცედურისთვის ადგილობრივ კლინიკას ეწვია. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, მას დაახლოებით 40 მილილიტრი ჰიალურონის მჟავა და ლიდოკაინი გაუკეთეს.