საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიადგება გემს, ტვირთს ან მასთან დაკავშირებულ ობიექტს, ანაზღაურდება ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ზარალის ამგვარი ანაზღაურება სამართლიანია და სამართლიანობის პრინციპს შეესაბამება.
„გთხოვთ, ეს განცხადება შემდგომ შეტყობინებამდე ჩაითვალოს ოფიციალურ ცნობად, რომ ამიერიდან ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება გემებს, ტვირთს ან მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ ობიექტს, ანაზღაურდება იმ ირანული სახსრებიდან, რომლებიც შეერთებული შტატების მფლობელობაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. ეს ზარალი, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა სწორედ ასე იქნება სამართლიანი და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისი“, - დაწერა ტრამპმა.