1785177792
დონალდ ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს
ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეჩერების გადაწყვეტილება მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი შანსის მისაცემად მიიღო და იმასაც დასძენს, რომ შეთანხმების მიღწევის მიზნით დიპლომატიას დიდ დროს არ მისცემს.
ტრამპის თქმით, შუამავალი ქვეყნები მას მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას სთხოვდნენ.
„ყველა, ვინც ირანთან მუშაობს, მეუბნებოდა, „ნუ დაარტყამ““, - განაცხადა ტრამპმა.











