დონალდ ტრამპი - ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს მონუმენტური ზიანი მიადგა - განადგურება ზუსტი ტერმინია

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს უზარმაზარიზიანი მიადგა.

„როგორც თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს მონუმენტური ზიანი მიადგა. განადგურება ზუსტი ტერმინია! ნაჩვენები თეთრი სტრუქტურა ღრმად არის ჩადგმული კლდეში, მისი სახურავიც კი მიწის დონეზე გაცილებით დაბალია და მთლიანად ალშია გახვეული. ყველაზე დიდი ზიანი მიწის დონეზე გაცილებით დაბალა მოხდა“, - წერსტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გუშინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი, ამ დროისთვის, დაუდგენელია.