ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს არის განთავსებული.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
„მე უკვე გავაკეთე განცხადება და პასუხი არის ის, რომ ისინი განთავსებულია იმ რეგიონში, სადაც უნდა იყვნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ. მისი თქმით, ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.